
დილა მშვიდობისა
დილა მშვიდობისა, თამარ!
დილა მშვიდობისა, ჩემო სიყვარულო.
სად არის ჩემი გასაღები?
შენი გასაღები?
კი, სამსახურში უნდა წავიდე.
მე მჭირდება ჩემი მანქანის გასაღები!
ჰა, ჰა! თამარ, შენი გასაღები აქ არის, მაგიდაზე ჰა, ჰა, ჰა!
ბოდიში, ჩემო სიყვარულო, მე დაღლილი ვარ. ბევრს ვმუშაობ!
გინდა ყავა?
კი, გთხოვ.
აი ისიც, დალიე ჩემო სიყვარულო.
სად არის შაქარი? აჰ, აი ისიც.თამარი სვამს ყავას.
ო, არა!
რა მოხდა?
ეს მარილი ყოფილა!
თამარ, შენ ძალიან გადაიღალე!
კი, კიდევ ერთი ყავა მჭირდება… შაქრით, და არა მარილით!